ხვალ, 24 დეკემბერს, 12:00 საათზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე თანამედროვე სკოლის მოდელის საკონკურსოდ შერჩეული 18 არქიტექტურული პროექტის ავტორებს სერტიფიკატებს გადასცემს.
ღონისძიების ფარგლებში სეფერთილაძე და სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ირაკლი თოდუა თანამედროვე სკოლის მოდელის ესკიზური პროექტების არქიტექტურული კონკურსის მონაწილეთა ნამუშევრებსაც გაეცნობიან.