ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლების შესახებ სავარაუდოდ შეთანხმება შედგა. ინფორმაციას BBC ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც BBC-ის ანონიმური წყაროები აცხადებენ, „ჰამასი“ 50 მძევალს, ძირითადად, ბავშვებსა და ქალებს გაათავისუფლებს, 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ.
ამასთან, გამოცემა Haaretz-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელის ძალებმა ყოველდღე ექვსი საათის განმავლობაში უნდა შეწყვიტონ სადაზვერვო თვითმფრინავების ფრენა ღაზის თავზე, თუმცა მაგრამ სხვა დაზვერვის მონაცემების საშუალებებით შეგროვება გაგრძელდება.
ასევე პალესტინელ პატიმრებს შორის, რომლებიც ისრაელის ციხეებიდან ისრაელის მძევლების სანაცვლოდ გათავისუფლდებიან, მკვლელობაში მსჯავრდებულები არ იქნებიან.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სამხედრო კაბინეტთან მართვას შეხვედრას, რის შემდეგაც შეხვდება უშიშროების საბჭოსა და სამთავრობო კაბინეტს.