აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, სჯერა, რომ ახლოსაა შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფს „ჰამასის“ ზოგიერთი მძევლის გათავისუფლებას ისრაელის შეტევის შეჩერების სანაცვლოდ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, სიმართლეა თუ არა აღნიშნული ინფორმაცია, ბაიდენმა თითები გადააჯვარედინა და უპასუხა: „მე ასე მჯერა“.
ისრაელის ელჩმა შეერთებულ შტატებში კვირას განაცხადა, რომ იმედოვნებს, შეთანხმება უახლოეს დღეებში მიღწეული იქნება.