ხვალ, 24 დეკემბერს, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირსა და "თბილისის სატრანსპორტო კომპანიას" შორის მემორანდუმი გაფორმდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პროფესიული კავშირის გაერთიანებიდან აცნობეს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ლავრენტი ალანია და შ.პ.ს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი ლევან კოპლატაძე გააფორმებენ.
მემორანდუმის ხელმოწერის ოფიციალური ცერემონიალი სატრანსპორტო კომპანიის ცენტრალურ ოფისში გაიმართება, სადაც მხარეები სისტემაში შემცირებული 300 მძღოლის დასაქმების საკითხსაც განიხილავენ.