ისრაელმა ალ-შიფას ჰოსპიტალში მისი ოპერაციის გასამართლებლად დაიწყო მტკიცებულებების შეგროვება, რომელიც დაადასტურებს მის ქვეშ "ჰამასის" სამეთაურო ცენტრის არსებობას. იუწყება BBC
ისრაელელმა სამხედროებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ „ჰამასს“ პირდაპირ სამედიცინო ცენტრის ქვეშ აქვს დიდი სამეთაურო ცენტრი, რაც მათი სამხედრო ოპერაციის საფუძველი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე საავადმყოფოში იმყოფებოდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დღეს ამბობენ, რომ უფრო და უფრო მეტ მტკიცებულებას პოულობენ . მათ სურთ მსოფლიოს აჩვენონ ყველაფერი, რაც ოპერაციის მსვლელობისას აღმოაჩინეს.
მათი თქმით, ის, რაც აქამდე იქნა აღმოჩენილი, ნათლად ადასტურებს, რომ ჰოსპიტალური კომპლექსის მრავალრიცხოვან შენობებს „ჰამასი“ იყენებდა, როგორც ტერორისტული ინფრასტრუქტურისა და საქმიანობის შესანიღბად. „ჰამასი“, ისევე როგორც საავადმყოფოს ექიმები, ამ ყველაფერს უარყოფს.