უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უახლოეს კვირებში უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისთვის მორიგი ნაბიჯებია მოსალოდნელი.
ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
"მინდა აღვნიშნო ის ქვეყნები, რომლებმაც ამ კვირაში გამოაცხადეს ახალი დახმარება ჩვენი სახელმწიფოსთვის. გერმანია, ფინეთი, ლიეტუვა - მადლობა ახალი თავდაცვის პაკეტებისთვის. ესტონეთი - მომდევნო წლებში გაზრდის უსაფრთხოების ინვესტიციებს საბრძოლო მასალების წარმოებაში და ეს მნიშვნელოვანია. ნორვეგია და დიდი ბრიტანეთი ო - მათი მხრიდან არის გადაწყვეტილება უკრაინისა და უკრაინელებისთვის ახალი ჰუმანიტარული პაკეტების შესახებ. მადლობა.
და ჩვენ უკვე ვამზადებთ ახალ ნაბიჯებს - უსაფრთხოების ნაბიჯებს - მომდევნო კვირებისთვის. კერძოდ, ეს ეხება საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გასულ ღამეს უკრაინის თავზე თითქმის 30 „შაჰედი“ განადგურდა.
"რაც უფრო ვუახლოვდებით ზამთარს, მით უფრო მეტად ცდილობს რუსეთი დარტყმების გაძლიერებას. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში ყველა ჩვენგანი იყოს ასი პროცენტით ეფექტური. მიუხედავად ყველა სირთულისა. მიუხედავად დაღლილობისა. მიუხედავად ნებისმიერი მცდელობისა დაასუსტონ უკრაინა“, - განაცხადა ზელენსკიმ.