უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ისრაელი-“ჰამასის“ ომზე ფოკუსის გადატანამ შეანელა კიევისთვის საარტილერიო ჭურვების მიწოდება, რაც ძირს უთხრის უკრაინის სამხედრო ძალისხმევას. ამის შესახებ იუწყება Bloomberg
ზელენსკის თქმით, ახლო აღმოსავლეთში სამხედროებს ესაჭიროებათ 155 მმ-იანი ტყვიები, რაც უკრაინისთვის რუსული აგრესიის მოსაგერიებლად იარაღის მიწოდების მთავარი კომპონენტია.
მოულოდნელი მოთხოვნა წარმოიშვა იმ სენსიტიურ დროს, როდესაც ევროკავშირი აგზავნის სიგნალს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეასრულებს დაპირებას და მარტამდე მიაწვდის კიევს მილიონ საარტილერიო ჭურვს.
„ჩვენი მარაგი შემცირდა, ეს არის ცხოვრება და ეს ნორმალურია, რადგან ყველა იბრძვის გადარჩენისთვის და ჩვენც უნდა დავიცვათ თავი.
ახლა მე ვარ ორიენტირებული დასავლეთისგან დახმარების მიღებაზე. მათი ფოკუსი იცვლება ახლო აღმოსავლეთის და სხვა მიზეზების გამო. მხარდაჭერის გარეშე ჩვენ უკან ვიმოძრავებთ, - აღნიშნა ზელენსკიმ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყებამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მოკავშირეების შესაძლებლობა, დარჩეს ორიენტირებული უკრაინის მხარდაჭერაზე, სადაც ერთთვიანმა კონტრშეტევამ მნიშვნელოვანი პროგრესი არ მოიტანა ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნების მხრივ.