ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ისრაელის არმია სახმელეთო ოპერაციის შემდეგ ფაზაზე გადადის.
„ოპერაცია გრძელდება და ის ტარდება ზუსტად, შერჩევით, მაგრამ მიზანმიმართულად“, - განაცხადა გალანტმა 36-ე დივიზიის სამეთაურო ცენტრში ვიზიტისას.
მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქალაქ ღაზის დასავლეთი ნაწილი სრულად დაიკავა აღება და გაწმინდა ტერიტორია „ჰამასის“ მებრძოლებისა და ობიექტებისგან.
„შემდეგი ეტაპი დაიწყო“, - თქვა გალანტმა.