სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე სახალხო დამცველს შეხვდა.
სახალხო დამცველის აპატარში გამართული შეხვედრის ინიციატორი თავად კალმახელიძე იყო და როგორც მის უწყებაში განმარტავენ, წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე მინისტრმა ომბუდსმენს მიმდინარე წელს სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაო, უწყებაში დღეისათვის არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები გააცნო.
"სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ომბუდსმენის აპარატთან მუდმივად თანამშრომლობს, რაც ხელს უწყობს პენიტენციალური სისტემის მეტ გამჭვირვალობას. სახალხო დამცველთან მჭიდრო და კონსტრუქციული ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება", - აცხადებს კალმახელიძე.