მოსკოვისა და სრულიად რუსეთის კათოლიკოს-პატრიარქის კირილ II-ის განცხადებით, ვერც ერთი ქართველი და რუსი პოლიტიკოსი, რომელმაც ორი ერის ურთიერთობებს ავნეს, ამ ურთიერთობისთვის ხაზის გადასმას ვერ შეძლებს.
ამის შესახებ რუსეთის პატრიარქმა "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერთან, ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრისას განაცხადა.
გარდა ამისა, როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ბურჯანაძის პარტიიდან აცნობეს, "რუსეთის პატრიარქი დარწმუნებულია, რომ ქართველ და რუს ხალხს შორის ურთიერთობები აუცილებლად აღდგება".
"მჯერა, ჩვენს ხალხს შორის ურთიერთობები აღდგება და მას კარგი მომავალი ექნება", - განმარტა მან.
შეგახსენებთ, რომ ნინო ბურჯანაძე მოსკოვს 20 დეკემბერს ეწვია. 21-ში ის, "პოკლონნაია გორაზე" "დიდების მემორიალის" ანალოგის გახსნას დაესწრო, რის შემდეგაც რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.