ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააკრიტიკა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელმაც ისრაელს "ტერორისტული სახელმწიფო" უწოდა.
"ის ისრაელს ტერორისტულ სახელმწიფოს უწოდებს, მაგრამ თავისი ქმედებებით მხარს უჭერს ტერორისტულ სახელმწიფო „ჰამასს", ის თავად ბომბავს თავისივე ქვეყნის თურქულ სოფლებს, ჩვენ არ მივიღებთ მის ქადაგებას“, - განაცხადა ნეთანიაჰუ.
ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელი ახორციელებს ქალაქ ღაზისა და მისი მოსახლეობის სრული განადგურების სტრატეგიას.
მისივე თქმით, ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა.
„ღიად ვამბობ, ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა. მივმართავ ნეთანიაჰუს, შენ გაქვს ატომური ბომბი, ბირთული ბომბი და იმუქრები ამით, თუმცა რაც არ უნდა გქონდეს, შენი დასასრული ახლოსაა. თუ ისრაელი ასე გააგრძელებს თავის ხოცვა-ჟლეტას, ყველგან დარეგისტრირდება, რომ ეს არის ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც დაწყევლილია მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ერდოღანმა.