ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის ჯარი მისწვდება „ჰამასის“ ყველა წევრს ღაზის სექტორის ყველა კუთხეში.
ამის შესახებ ნეთანიაჰუმ ღაზის სექტორთან განლაგებულ ისრაელის თავდაცვის ძალების საწვრთნელ ბაზაზე ჯარისკაცებთან შეხვედრისას განაცხადა.
„გახსოვთ, როცა თქვეს, რომ ღაზაში არ შევიჭრებოდით? შევიჭერით. მათ თქვეს, რომ ჩვენ არ მივიდოდით ღაზის გარეუბანში. მათ თქვეს, რომ ჩვენ არ შევიდოდით შიფაში [საავადმყოფოში], ჩვენ შევედით. „ღაზაში ადგილი არ არის, სადაც ჩვენ ვერ მივაღწევთ. „ჰამასის“ მკვლელებისთვის არ არსებობს სამალავი და თავშესაფარი. ჩვენ ყველგან მივალთ, გავანადგურებთ „ჰამასს“ და სახლში დავაბრუნებთ ჩვენს მძევლებს - ეს არის ჩვენი ორი წმინდა მისია“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.