საფრანგეთმა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის დაკავების ორდერი გასცა. იუწყება Reuters.
დაკავების ორდერი ასევე გაცემულია ბაშარ ასადის ძმის, მაჰერ ასადის და სირიის ელიტარული სამხედრო ნაწილის დე-ფაქტო მეთაურის და შეიარაღებული ძალების ორი გენერლის წინააღმდეგ.
სააგენტოს ცნობით, მათ ბრალად ედებათ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და სამხედრო დანაშაულები სირიის ქალაქებში, დუმასა და გუთაში ქიმიური იარაღის გამოყენების გამო.
სირიის ხელისუფლება ქიმიური იარაღის გამოყენებას უარყოფს, თუმცა გაერო-სა და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ერთობლივმა გამოძიებამ დაადგინა, რომ სირიის მთავრობამ 2017 წელს გამოიყენა ზარინი, ასევე რამდენჯერმე გამოიყენა ქლორინი.
სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წელს დაიწყო. მას ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და ქვეყნის ომამდელი მოსახლეობის ნახევარი დევნილად იქცა.