გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ვერ ეღირსება გერმანიამ დაივიწყოს უკრაინის ომი.
ამის შესახებ შტაინმაიერმა ლეიფციგში გერმანია-უკრაინის მუნიციპალური პარტნიორობის კონფერენცაიზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
”უკრაინას ახლა კიდევ უფრო სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა, როდესაც ასევე ომი მიმდინარეობს ახლო აღმოსავლეთში და უკრაინის ომს აღარ ექცევა ის ყურადღება, რაც მას ასე სჭირდება. პუტინი იმედოვნებს, რომ მსოფლიო დაივიწყებს უკრაინას,” - თქვა შტაინმაიერმა.
მისივე თქმით, გერმანია არ და ვერ გაუკეთებს რუსეთის პრეზიდენტს ასეთ სიკეთეს.
„ჩვენ არ მივიღებთ რუსეთის უკანონო და აგრესიულ ომს“, - აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის რეჟიმის საფრთხის ქვეშ არა მხოლოდ უკრაინაა, არამედ საფრთხე ემუქრება მის მეზობელ ქვეყნებსაც.