ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ამერიკას ეწვია. იუწყება Reuters
სი ძინპინი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს სან ფრანცისკოში შეხვდება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტს დაესწრებიან.
ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ეს ჩინეთის ლიდერის პირველი ვიზიტია აშშ-ში.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი მიზანია ჩინეთთან ნორმალური კომუნიკაციის აღდგენა, მათ შორის სამხედრო თვალსაზრისითაც.
„ჩვენ არ ვცდილობთ ჩინეთისგან გამოყოფას, ჩვენ ვცდილობთ, ურთიერთობები უკეთესობისკენ შევცვალოთ“, - თქვა ბაიდენმა.