ისრაელელი სამხედროები ალ-შიფას საავადმყოფოში შევიდნენ. როგორც BBC-ის თვითმხილველმა განუცხადა, საავადმყოფოს ტერიტორიაზე ექვსი ტანკი და ასზე მეტი ისრაელელი ჯარისკაცი დ სპეცრაზმელი იმყოფება. თვითმხილველის თქმით, ისინი გადაუდებელი დახმარების პირველ კორპუსში შევიდნენ.
ტელერახ Al Jazeera -ს ჟურნალისტი ასევე ადასტურებს, რომ ტანკები ალ-შიფას საავადმყოფოს ეზოში დგანან, ისრაელელი სამხედროები კი საავადმყოფოს ერთ-ერთ კორპუსში იმყოფებიან.
ინფორმაცია, საავადმყოფოში სროლისა და შეტაკებების შესახებ არ გავრცელებულა.
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა Al Jazeera -ს განუცხადა, რომ ისრაელელი ჯარისკაცები საავადმყოფოს სარდაფებს ამოწმებენ. ისრაელი და შეერთებული შტატები აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში ყველაზე დიდი საავადმყოფოს ქვეშ, „ჰამასის“ მიწისქვეშა სამეთაურო პუნქტი მდებარეობს.