“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, პარტიის გენერალურ მდივანთან, პეტრე ცისკარისვილთან ერთად აშშ-ს ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა.“
პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, რობინ დანიგანს კარგად ესმის ის სირთულეები და გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას საქართველო.
„ქალბატონი დანიგანი შეიძლება ახალი ელჩია საქართველოში, მაგრამ ის არის ძალიან გამოცდილი დიპლომატია და აბსოლუტურად ზუსტად ესმის ის სირთულეები და გამოწვევები, რომლის წინაშეც დღეს დგას საქართველო, თუნდაც ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში და განსაკუთრებით იმ პროცესში, როდესაც ჩვენი ხალხი, სახელმწიფო მიისწრაფვის ევროკავშირისკენ და ამ მომავალ კვირებში წყდება ჩვენი ბედი პრაქტიკულად. ნუ გეგონებათ, რომ მხოლოდ ბრიუსელი ღელავს ამ საკითხზე, ვაშინგტონიც და ამერიკის საელჩოც ინტენსიურად არის ჩართული ამ პროცესში და გვეხმარება ჩვენ, საქართველოს ,ქართულ სახელმწიფოს, რომ წარმატებულები ვიყოთ ამ გზაზე.
გვესმის რა ტიპის ხელისუფლებაც გვყავს მმართველობაში, საით შეატრიალეს საგარეო ორიენტირები, ვის ემსახურებიან და ვისი დავალებებით მოქმედებენ, მაგრამ საქართველო, როგორც სახელმწიფო არის გრძელვადიანი, სამარადჟამისო იდეა და რუსული რეჟიმი არის დროებითი მოვლენა. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები აკვირდებიან ამ პროცესს.
9 რეკომენდაციიდან ორი არის მთავარი, რომელიც შეეხება რუსეთს. პირველი - უნდა შეწყდეს რუსული პროპაგანდა და მეორე, საგარეო პოლიტიკური ორიენტირები თავსებადობაში უნდა იყოს ევროპულ და დასავლურ ცივილიზაციასთან.
აქედან გამომდინარე, დღეს სერიოზული გამოწვევების წინაშეა საქართველო. ჩვენი პოლიტიკური იდენტობის ნაწილი, რაც არის ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ჩვენ მისწრაფება გვაქვს დასავლეთის მიმართულებით, ხოლო ხელისუფლება ემსახურება მოსკოვს და კრემლის დავალებებს ასრულებს“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.