საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ევროპის გეოსტატისტიკოსთა ფორუმის (EFGS) წევრი გახდა.
ევროპის გეოსტატისტიკოსთა ფორუმი 1998 წელს ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების ინიციატივით შეიქმნა და იგი აერთიანებს ევროპის იმ ქვეყნების სტატსამსახურებს, რომლებიც გეოგრაფიულ-საინფორმაციო სისტემებს სტატისტიკურ საქმიანობაში იყენებენ.
დღესდღეობით ევროპის გეოსტატისტიკოსთა ფორუმში 29 ქვეყანაა გაერთიანებული. ფორუმის ფარგლებში გამოცდილების გაზიარების მიზნით გარკვეული პერიოდულობით ეწყობა შეხვედრები და კონფერენციები.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, რომელმაც რეგიონში ერთ-ერთმა პირველმა დანერგა გეოგრაფიული-საინფორმაციო სისტემები მოსახლეობის აღწერის განხორციელებისათვის, მიმდინარე წლის 22 დეკემბერს ევროპის გეოსტატისტიკოსთა ფორუმის წევრი ქვეყანა ოფიციალურად გახდა