შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა დევიდ კამერონმა უკრაინის ერთობლივი სამხედრო დახმარების საკითხი განიხილეს.
„მათ განიხილეს თანამშრომლობა უკრაინის დასახმარებლად რუსეთის აგრესიული ომის წინააღმდეგ", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ბლინკენმა და კამერონმა ხაზი გაუსვეს აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის განსაკუთრებულ ურთიერთობას და მის მნიშვნელობას რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოებისათვის.
ბლინკენმა და კამერონმა ასევე განიხილეს ისრაელი-„ჰამასის“ კონფლიქტი, მათ შორის ისაუბრეს ძალისხმევაზე ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდასთან დაკავშირებით.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა განიხილეს „ისრაელის თავდაცვის უფლება და ჰუმანიტარული პაუზების აუცილებლობა ღაზაში დახმარების უსაფრთხო გატარების მიზნით“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.