ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ დაჯგუფება “ჰამასმა“ ღაზის სექტორზე კონტროლი დაკარგა.
„ჰამასმა დაკარგა კონტროლი ღაზაზე. ტერორისტები ღაზის სექტორის სამხრეთით გარბიან. მშვიდობიანი მოსახლეობა ძარცვავს „ჰამასის“ ბაზებს. ისინი აღარ ენდობიან ხელისუფლებას“, - თქვა გალანტმა სატელევიზიო მიმართვისას.
ისრაელის გამოცემა Haaretz-ის თანახმად, გალანტმა ასევე განაცხადა, რომ „ბოლო დღეებში [ისრაელმა] დაიწყო უფრო აქტიური ოპერაციები [„ჰამასის“] გვირაბების წინააღმდეგ“.
„ჩვენ ტერორისტებს გვირაბებიდან გამოვდევნით და ამის შემდეგ ისინი ან უნდა განადგურდნენ, ან ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უნდა ჩაგვბარდნენ, მესამე ვარიანტი არ იქნება”, - თქვა გალანტმა.