ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ცენტრალურ აზიასა და ამიერკავკასიაში რუსეთის გავლენები არ გაქრება.
გიგა ბოკერიას თქმით, როდესაც რუსეთის ხელისუფლება გავლენის შენარჩუნებაზე საუბრობს, აგრესია იგულისხმება, ზოგჯერ პირდაპირ სამხედრო, ზოგჯერ მცოცავი, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ამაში ჩვენი ან ნებისმიერი სხვისი სახელმწიფოებრიობის მიუღებლობა იგულისხმება.
„ამიტომ არის საკვანძო, რომ ამ ისტორიულ მომენტში ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ნატოს წევრი გავხდეთ, აშშ-სთან სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობა გვქონდეს და ჩვენი თავდაცვისუნარიანობა გავზარდოთ.
ეს აუცილებელია, რადგან რუსეთი ყველა შესაფერის მომენტში აპირებს ჩვენზე დამატებით თავდასხმასა და შემდგომ აგრესიას. სრული სიცრუეა, რომ მათთან დალაგება და მათი გავლენის დატოვება შეიძლება ისე, რომ თავისუფალი და წარმატებული სახელმწიფო ვიყოთ. ამას ქადაგებს ივანიშვილის რეჟიმი, ხოლო სინამდვილეში კი მარტოებს გვტოვებს დასავლეთისგან და ნატოსგან იზოლირებულს ამ საფრთხის წინაშე“ - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.