ვარდების რევოლუციის მეექვსე წლისთავზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის მიცემული საერთაშორისო მხარდაჭერის მანდატი ამოწურულია. ამის შესახებ დემოკრატიული მორაობა ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურაჯნაძემ განაცხადა
"აშშ-მ შეცვალა თავისი დამოკიდებულება სააკაშვილისადმი, საკმარისია გავიხსენოთ, რომ ახლახან გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მასთან შეხვედრაზე უარი აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა", _ განაცხადა ბურაჯნაძემ.
მისი თქმით, საქართველოს პრეზდენტს არა მხოლოდ რუსეთში, არამედ სხვა სახელმწიფოებშიც არ აღიქვამენ სერიოზულად.
"სააკაშვილის რეჟიმი მხოლოდ ანტირუსული რიტორიკით არსებობს", - განაცხადა ბურჯანაძემ.