მსახიობი ეკა ჩავლეიშვილი ბელფასტის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა.
ფილმში შაშვი შაშვი მაყვალი შესრულებული როლისთვის მსახიობმა ეკა ჩავლეიშვილმა ბელფასტის კინოფესტივალზე "საუკეთესო შესრულების" კატეგორიაში გაიმარჯვა.
ბელფასტის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ ბელფასტში 3-12 ნოემბერს გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ეს მსახიობის მეორე საერთაშორისო ჯოლდოა. ჩავლეიშვილს როლისთვის მიღებული აქვს სარაევოს კინოფესტივალის ჯილდო, იმავე დაჯილდოებაზე შაშვი შაშვი მაყვალი საუკეთესო მხატვრულ ფილმად დასახელდა. მსახიობი ასევე დაჯილდოვდა ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე. ის ასევე ევროპული კინოაკადემიის ჯილდოზეა ნომინირებული საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში.
ეკა ჩავლეიშვილი ასევე ევროპული კინოაკადემიის ჯილდოზეა ნომინირებული საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში.
ელენე ნავერიანის „შაშვი შაშვი მაყვალი“ თამთა მელაშვილის იმავე სახელწოდების ბესტსელერი რომანის ეკრანიზაციაა.
ფილმი პატარა ტრადიციულ ქართულ სოფელში მცხოვრებ ეთეროს შესახებ მოგვითხრობს, რომელიც არის 48 წლის დაუქორწინებელი ქალი და აქვს საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზია. იგი ტკბება თავისუფლებითა და ნამცხვრებით, ემზადება ჭორებისგან თავისუფალი, მშვიდი და კომფორტული სიბერისთვის. თუმცა მისმა სასიყვარულო ურთიერთობამ დისტრიბუტორ კაცთან შეიძლება გაანადგუროს მისი გეგმები.