2024 წელს გერმანია უკრაინის დახმარების მოცულობის გაორმაგებას გეგმავს და მას 8 მილიარდ ევრომდე (8,5 მილიარდი დოლარი) გაზრდის. ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
აღნიშნული გადაწყვეტილება კანცლერ ოლაფ შოლცის მმართველმა კოალიციამ მიიღო და ახლა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. Bloomberg-ის ცნობით, ეს შეიძლება მოხდეს მომავალ კვირაში.
თუ მმართველი კოალიციის გადაწყვეტილებას ბუნდესტაგი დაამტკიცებს, გერმანიის თავდაცვის ხარჯები გაიზრდება მშპ-ს 2,1%-მდე და, შესაბამისად, გადააჭარბებს ნატო-ს ყველა წევრი ქვეყნისთვის რეკომენდებულ 2%-იან სამხედრო ხარჯებს.
პირობა დადო, რომ მნიშვნელოვნად გააფართოვებს სამხედრო შესაძლებლობებს თავდაცვის ხარჯების სპეციალური ფონდის ამოწურვის შემდეგაც. ეს გამოწვეულია გერმანიის, როგორც ნატო-ს ევროპული ლიდერის როლის გაძლიერებით. წერს Bloomberg
გერმანია არის უკრაინისთვის უდიდესი სამხედრო დახმარების მიმწოდებლი ევროპაში და სიდიდით მეორე მსოფლიოში შეერთებული შტატების შემდეგ. გერმანიამ უკრაინას 17 მილიარდ ევროზე მეტი სამხედრო დახმარება გაუგზავნა (აშშ-მა 20 მილიარდზე ცოტა მეტი).
ევროკავშირი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 20 მილიარდ ევროს (21,4 მილიარდი დოლარი) დახარჯვას გეგმავს.