ისრაელელი სამხედროები ამბობენ, რომ დაეხმარებიან ალ შიფას საავადმყოფოს, პედიატრიული განყოფილებიდან ჩვილების ევაკუაციაში. იუწყება BBC
ისრაელის არმიის სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ, თქვა, რომ გადაწყვეტილება საავადმყოფოს ადმინისტრაციის თხოვნის შემდეგ იქნა მიღებული.
მისი თქმით, დღეს ბავშვების ევაკუაცია "უფრო უსაფრთხო საავადმყოფოში" მოხდება.
”ჩვენ პირდაპირ და რეგულარულად ვესაუბრებით საავადმყოფოს პერსონალს. ალ შიფას საავადმყოფოს თანამშრომლებმა გვთხოვეს, რომ დავეხმაროთ პედიატრიულ განყოფილებაში მყოფ ბავშვებს უსაფრთხო საავადმყოფოში გადაყვანაში. ჩვენ მათ საჭირო დახმარებას გავუწევთ."
ალ შიფა არის უდიდესი საავადმყოფოა ღაზაში. მის გარშემო საბრძოლო მომქედებები მიმდინარეობს. ჰაგარის განცხადებამდე ექიმებმა განაცხადეს, რომ დღენაკლული ჩვილი გარდაიცვალა ელექტროენერგიის გათიშვის გამო.
მათივე თქმით, არსებობს რეალური რისკი, რომ საავადმყოფოში მყოფი კიდევ 37 დღენაკლული ჩვილის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას.
ისრაელის არმიამ უარყოფს, რომ მისმა ძალებმა საავადმყოფოს დაარტყეს, თუმცა აცხადებს, რომ ჯარები სამედიცინო ცენტრის მიმდებარე ქუჩებში „ჰამასთან“ საბრძოლო შეტაკებებში მონაწილეობენ.