ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გააფრთხილა ჰეზბოლა, რომ არ დაუშვას საომარი მოქმედებების ესკალაცია საზღვრის გასწვრივ.
"ჰეზბოლა" ლიბანს ითრევს ომში, რომელიც შეიძლება დაიწყოს", - განუცხადა გალანტმა სამხედროებს. იუწყება Reuters.
„ის [„ჰეზბოლა“] უშვებს შეცდომებს და... უპირველეს ყოვლისა, ლიბანის მოქალაქეები გადაიხდიან ფასს. ის, რასაც ვაკეთებთ ღაზაში, შეგვიძლია გავაკეთოთ ბეირუთშიც“, - დასძინა მინისტრმა.
შაბათს, ლიბანის შიიტური შეიარაღებული დაჯგუფების "ჰეზბოლას" ხელმძღვანელმა ჰასან ნასრალამ, მორიგი სატელევიზიო მიმართვა გააკეთა.“ჰეზბოლა“, რომლის უკანაც ირანი დგას, რეალურად მართავს ლიბანს. ნასრალა სიტყვით მეორედ გამოვიდა „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის ომის დაწყების შემდეგ, მას შემდეგ რაც დაჯგუფებამ 7 ოქტომბერს სახელმწიფოზე უპრეცედენტო თავდასხმა განახორციელა.
პირველ მიმართვაში ნასრალამ განაცხადა, რომ არსებობს ალბათობა ლიბანის ფრონტზე საომარი მოქმედებების ესკალაცია სრულფასოვან ომში გადაიზარდოს.
AFP-ის ცნობით, გასული თვის შემდეგ ლიბანის მხარეზე სასაზღვრო შეტაკებების შედეგად სულ მცირე 90 ადამიანი დაიღუპა. მათი უმრავლესობა „ჰეზბოლას“ მებრძოლია. ისრაელის მხრიდან ექვსი ჯარისკაცი და ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
საარტილერიო შეტაკებები ისრაელის თავდაცვის ძალებსა და „ჰეზბოლას“ შორის უკვე ერთი თვეა გრძელდება, მაგრამ დაჯგუფება არ მონაწილეობს სრულმასშტაბიან საბრძოლო ოპერაციებში ისრაელის წინააღმდეგ.
ნასრალამ შაბათს განაცხადა, რომ „ჰეზბოლას“ ოპერაციები ისრაელის წინააღმდეგ უფრო წარმატებული გახდა.
მისი თქმით, „ჰეზბოლამ“ გამოიყენა „ბურკანის“ ტიპის რაკეტა და პირველად გამოიყენა საბრძოლო დრონები.
ნასრალამ თქვა, რომ დაჯგუფებამ ასევე დაარტყა ჩრდილოეთ ისრაელის ქალაქ კირიათ შმონას, შურისძიების მიზნით სამი გოგონასა და მათი ბებიის მკვლელობის გამო.
"ეს ფრონტი აქტიური დარჩება", - თქვა ნასრალამ.