ცხადია, რომ ის, რასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს, არის იმპერიალიზმი და კოლონიალიზმი, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა BBC-თან ინტერვიუში განაცხადა.
ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსეთი თუ უკრაინის წინააღმდეგ ომში გაიმარჯვებს, ევროპაში იქნება ახალი იმპერიალისტური ძალა, რომელიც, შესაძლოა, დაემუქროს სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს - საქართველოს და ყაზახეთს, ასევე მთელ კონტინენტს.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინისთვის შემდეგი თვე იქნება კრიტიკული და ამიტომ მისი და ყველა ქვეყნის მოვალეობაა უკრაინის მხარდაჭერა.
მისივე განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვის გადაწყვეტილება მხოლოდ კიევმა უნდა მიიღო, თუმცა ამის დროს ჯერ არ დამდგარა.