ბოღმიანი, ღვარძლიანი, და მატყუარა პრემიერი მუდმივად ივანიშვილის ხელის პატარა ბიჭად დარჩება, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
სერგო ჩიხლაძე გამოეხმაურა პარიზში გამართულ მშვიდობის ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას.
ჩიხლაძის თქმით, ასეთი ადამიანი, როდესაც წარმოაჩენს საქართველოს საერთაშორისო არენაზე, კატასტროფაა.
„უნდა ესაუბრა, რომ კანდიდატის სტატუსი როგორ შეცვლის საქართველოს, რას გააკეთებს ის პირადად იმ 9 პირობის შესასრულებლად. ამის ნაცვლად ჩვენ მივიღეთ ღვარძლიანი, ბოღმიანი, მატყუარა პრემიერ-მინისტრი. ეს ადამიანი ვერასდროს ვერ გახდება პრემიერი, ის მუდმივად დარჩება ივანიშვილის ხელის პატარა ბიჭად. ეს ვნახეთ ჩვენ. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანი, როდესაც წარმოაჩენს საქართველოს საერთაშორისო არენაზე, ეს არის კატასტროფა“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.