ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ომის დასრულების შემდეგ ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორზე კონტროლს შეინარჩუნებენ.
„ისრაელის თავდაცვის ძალები შეინარჩუნებენ კონტროლს ღაზის სექტორზე ომის დასრულების შემდეგ და კონტროლს საერთაშორისო ძალებს არ გადასცემენ,“ - თქვა ნეთანიაჰუმ.
მას თქმით დეტალურად არ უსაუბრია, რამდენ ხანს განახორციელებს კონტროლს ისრაელის არმია სექტორზე.
ისრაელის მედიის ცნობით, აშშ-ის ოფიციალური პირები განიხილავენ შესაძლებლობას, რომ საერთაშორისო ძალებმა, მეზობელი არაბული მოკავშირეთა ჯარებთან ერთად, შეძლონ რაზის სექტორის უსაფრთხოების მართვა დროებით, ვიდრე ის დაუბრუნდება პალესტინის მთავრობის ადმინისტრაციას.