შეშფოთებული ვართ მიმდინარე ომებთან და კრიზისებთან დაკავშირებით, რასაც ადგილი აქვს მსოფლიოში, ქვეყნებს სჭირდებათ გადაწყვეტილება, თუ ვერ მოაგვარეთ ომით საკითხი, უნდა დასხდეთ და მოლაპარაკება აწარმოოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე განაცხადა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა პანელურ დისკუსიაზე უპასუხა კითხვას მსოფლიოში მიმდინარე ომებთან და კონფლიქტებთან დაკავშირებით.
„კიდევ ერთხელ მინდა მოგახსენოთ, რამდენად შეშფოთებული ვართ ამ მიმდინარე ომებთან და კრიზისებთან დაკავშირებით, რასაც ადგილი აქვს მსოფლიოში და კითხვის ავტორმა აღნიშნა მიმდინარე კრიზისი „ჰამასსა“ და ისრაელს შორის. საქართველო გმობს ტერორიზმს, ტერორისტულ თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობაზე. გავიმეორებ, რაც თავიდან ვთქვი, ქვეყნებს სჭირდებათ გადაწყვეტილება, თუ თქვენ ვერ მოაგვარეთ ომით საკითხი, უნდა დასხდეთ და მოლაპარაკება აწარმოოთ, ეს გახლავთ ჩემი საბოლოო პოზიცია ამ სიტუაციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.