ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მოელის უკრაინის შეიარაღებული ძალების პროგრესს რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში, თუმცა აღნიშნავს, რომ პროგრესი რთული მისაღწევი იქნება. ამის შესახებ მან სააგენტო dpa-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენ უნდა ვემზადოთ გრძელი გზისთვის. ომები თავისი ბუნებით არაპროგნოზირებადია. რაც დანამდვილებით ვიცით არის ის, რომ ის, რაც ხდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, განუყოფლად არის დაკავშირებული ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებასთან", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, სამხედრო მხარდაჭერის შედეგად უკრაინა დარჩება სუვერენულ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დარწმუნდება, რომ ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის სტატიის კომენტირებისას, რომელშიც ის, წერდა, რომ ომი ჩიხში შევიდა, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ყოველთვის ცხადი იყო, რომ ვითარება რთული იქნებოდა.
„ჩვენ ვიცოდით, რომ რუსეთი თვეების განმავლობაში ამზადებდა თავდაცვით ხაზებს - ნაღმებით, ტანკსაწინააღმდეგო თხრილებით, დიდი რაოდენობით თავდაცვითი პოზიციებით“, - აღნიშნა სტოლტნბერგმა.
თუმცა, უკრაინულმა ჯარებმა „შეძლეს წარმატების მიღწევა და მეტი ტერიტორიის გათავისუფლება“,- ხაზგასმით აღნიშნა სტოლტენბერგმა.