ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ბევრი მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული და თქვა, რომ მეტი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ "პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას შორის ზიანი მინიმუმამდე შემცირდეს".
ბლინკენმა დადებითად შეაფასა ისრაელის გადაწყვეტილება ყოველდღიური ჰუმანიტარული პაუზებისა და ორი ჰუმანიტარული დერეფნის გამოცხადების შესახებ, თუმცა თქვა, რომ კიდევ მეტი უნდა გაკეთდეს.
„ძალიან ბევრი პალესტინელი დაიღუპა. ძალიან ბევრი დაზარალდა ბოლო კვირებში. ჩვენ გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ზიანი და მაქსიმალურად გავზარდოთ დახმარება, რომელსაც ისინი იღებენ [პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქეები], - თქვა ბლინკენმა ინდოეთის დედაქალაქ ნიუ დელიში გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ჩვენ გავაგრძელებთ ისრაელთან განხილვას კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც უნდა გადაიდგას ამ მიზნების მისაღწევად“, - დასძინა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა. მან ამ ნაბიჯების დეტალების შესახებ საუბარისგან თავი შეიკავა.