ბრავო ქართველ ხალხს, რომლის ერთგულებას დემოკრატიისა და ევროპის მიმართ აღარ სჭირდება დამტკიცება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
„გააერთიანეთ ძალისხმევა წინსვლისთვის. საფრანგეთი დგას თქვენს გვერდით“, – წერს ემანუელ მაკრონი.
საფრანგეთის პრეზიდენტი ტექსტს ქართულად წერს და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად დღევანდელი შეხვედრისას გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
დღეს საფრანგეთში, ელისეს სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის შეხვედრა გაიმართა.