ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის წევრები მხარს უჭერენ ჰუმანიტარულ პაუზას ისრაელი-ჰამასის ომში, რათა ჰუმანიტარული დახმარება შევიდეს ღაზას სექტორში.
საბრძოლო მოქმედებების დროს აუცილებელია საერთაშორისო სამართლისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა, განუცხადა მან ჟურნალისტებს ბერლინში.
„ღაზაში მიმდინარე ომი არ უნდა გადაიზარდოს ფართო რეგიონულ კონფლიქტში. ირანი და ჰეზბოლა არ უნდა ჩაერიონ ამ ბრძოლაში", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.