პალესტინის ავტონომიის პრემიერ-მინისტრმა მუჰამედ შთაიეჰმა განაცხადა, რომ ისრაელის მიზანი გაანადგუროს დაჯგუფება „ჰამასი“ „შეუსრულებელია“, რადგან ეს დაჯგუფება არა უბრალოდ სამხედრო ორგანიზაცია, არამედ იდეაა. ამის შესახებ მუჰამედ შთაიეჰმა ისაუბრა პარიზში მიმდინარე საერთაშორისო ჰუმანიტარულ კონფერენციაზე გამოსვლისას, რომლის მონაწილეები ისრაელისა და „ჰამასის“ ომის შესახებ მსჯელობენ.
შთაიეჰმა განაცხადა, რომ ისრაელი აწარმოებს ომს „ყველა პალესტინელის წინააღმდეგ“ და ამასთან არღვევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონებს და ის ომის დანაშაულებში დაადანაშაულა.
„ისრაელელებს არ სურთ ცეცხლის შეწყვეტა, რადგან ისინი დღეს შურისძიებით არიან აღვსილნი“, - თქვა შთაიეჰმა. მისი თქმით, ისრაელზე სერიოზული ზეწოლის განსახორციელებლად საერთაშორისო ჩარევაა საჭირო.
მან ასევე განაცხადა, რომ ისურვებდა ყველა პალესტინელისთვის საყოველთაო არჩევნების ჩატარებას.