რუსი ბიზნესმენი მიხაილ ხოდორკოვსკი შესაძლოა რუსეთმა ტაილადნში დაკავებულ იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტზე გადაცვალოს.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა "არგუმენტ ნედელი", რუსულ სპეცსამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ტაილანდიდან აშშ-ში ექსტრადირებულ ვიქტორ ბუტს რუსეთში სავარაუდოდ ახალი წლისთვის დააბრუნებენ, სანაცვლოდ კი კრემლი მთავარ მტრად მიჩნეულ ბიზნესმენს მიხაილ ხოდორკოვსკის გაათავისუფლებენ.
ამასთან, სტატიაში ნაქვამია, რომ ბიზნესმენი რუსეთის დატოვებას არ აპირებს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო პროცესზე პატიმრობის ვადას კიდევ 14 წლით გაუზრდიან, შესაძლოა, ხადარკოვსკი გაცვლას დასთანხმდეს.
შეგახსენებთ, რომ ვიქტო ბუტს აშშ-ის სამართალდამცველები კოლუმბიელი პარტიზანების იარაღის მომარაგებაში ადანაშაუალებენ, ხოლო მიხაილ ხოდორკოვსკის კრემლი ფულის გათეთრებაში და ნავთობის უკანონო მითვისებაში სდებს ბრალს.
ხოდორკოვსკის მეორე სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი 27 დეკემბერს არის ჩანიშული. რუს ბიზნესმენს საბოლოო განაჩენს გამოუტანენ.