თეთრი სახლი გაერო-ს გენერალური მდივანის, ანტონიო გუტერეშის განცხადებას ეხმიანება, რომელშიც გუტერეშმა აღნიშნა, რომ ღაზა ბავშვთა სასაფლაოდ იქცა.
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის თქმით, „ჰამასი“ საავადმყოფოების ქვეშ აშენებდა გვირაბებს და ბავშვებს მძევლებად იყენებდა.
„ჰამასი“ ამ ბავშვებს და მათ ოჯახებს საფრთხეში აყენებს. ჩვენ ვიცით, რომ 240 მძევლის გარდა, კიდევ სხვა მძევლები ჰყავთ, რომლებიც არიან ბავშვები. ჩვენ ვცდილობთ ამ ბავშვების გათავისუფლებას“, – განაცხადა კირბიმ.
კირბის თქმით, შეერთებულმა შტატებმა სთხოვა ისრაელელ კოლეგებს, იყონ რაც შეიძლება ფრთხილები „ჰამასის“ სამიზნეებზე იერიშისას, რათა თავიდან აიცილონ მეტი სამოქალაქო ტრაგედია.