აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა, შეერთებული შტატები გმობს კირბალთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობას.
მისი თქმით, ეს არის მორიგი მაგალითი, როგორ მიმდინარეობს განადგურება, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციის შედეგად არის გამოწვეული.
„უბრალოდ გავიმეორებ იმას, რაც უკვე ითქვა, რომ ჩვენ ვგმობთ ამ მკვლელობას. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ მიმდინარეობს განადგურება, რომელიც გამოწვეულია რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიისა და სხვა ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად. ეს არის ის, რაზეც ჩვენ განვაგრძობთ მონიტორინგს“, – განაცხადა პატელმა.