მოსკოვი საკონტროლი გამშვები პუნქტის "ყაზბეგი_ზემო ლარსის" გახსნის პერსპექტივას ხედას. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ჟურნალ "ოგონიოკ"-ს განუცხადა.
მისი თქმით, საკონტროი გამშვები პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ერევანში გაიმართა
"მისი გახსნის პერსპექტივა არსებობს და განხილვა გაგრელდება" - განაცხადა კარასინმა.
რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვრის გახსნა გარღვევა იქნება მოსკოვსა და თბილისს შორის არსებულ ვითარებაში რომელიც 2008 წლის აგვისტოს შემდგომ შეიქმნა.
"გასულ კვირას საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა თანხმობა, ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით", - წერს ვზგლიადი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა, საქართველომ და სომხეთმა ერევანში გამართეს დახურული კონსულტაციები რუსეთ-საქართველოს საზღვრის ზემო ლარსის საკონტროლი გამშვები პუნქტის გახსნასთნ დაკავშირებთ.
აღნიშნული საკითხით მხარეთა შორის ყველაზე მეტად სომხეთია დაინტერესებული, რომელსაც საქართველოს სამხედრო გზით უცხოური ტვირთების 30 პროცენტი მიეწოდებოდა.
"უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პოზიციაა ზემო ლარსის საკონტროი გამშვებ პუნქტთან დაკავშირებით არერთგვაროვანი იყო და მეტწილად იგი უკავშიდებოდა საართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის, ღვინისა და ბორჯიმის იმპორტის განახლების საკითხს, თუმცა ამჟამად რუსეთის სს სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ საკონტროლი გამშვები პუქნტის გახსნასთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ რაიმე სახის დამტებითი მოთხოვნები წამოაყენა", - აღნიშნავს გამოცემა.
უნდა აღინიშნოს, რომ 2008 წლის ბოლოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვიდან მიიღო შეტყობინება, საკონტროლი გამშვები პუნქტის რუსული მხარის მონაკვეთზე ტერმინალის მშენებლობის დასრულების შესახებ, რომლის ტევადობაც, დღეში 400 ავტომანქანას შეადგენს.