აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოულოდნელი ვიზიტით მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ რამალაში ჩავიდა, სადაც პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდება.
დღესვე ენტონი ბლინკენი თურქეთში გაემგზავრება, სადაც ისრაელსა და ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის დაცვის მნიშვნელობასა და ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის აუცილებლობაზე იმსჯელებს, ასევე განიხილავს ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხს, უკრაინის მუდმივ მხარდაჭერას და ნატო-ს ალიანსის ერთიანობის შენარჩუნების აუცილებლობას, მათ შორის შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირებას.
მანამდე, ენტონი ბლინკენი იორდანიაში იმყოფებოდა, სადაც არაბული ქვეყნების ლიდერებს შეხვდა და ჰუმანიტარული პაუზის აუცილებლობაზე ისაუბრა.
იორდნიაში ჩასვლამდე მან ისრაელში გამართა შეხვედრები. ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მოუწოდა ისრაელს ყველაფერი გააკეთოს ღაზაში მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად და უზრუნველყოს მათთვის ჰუმანიტარული დახმარება.