მართალია, რიგითი მოქალაქეების რწმენაზე, რომ სწრაფად და ლამაზად გავიმარჯვებდით, პასუხისმგებლობა პირადად მე მეკისრება, თუმცა არ გავურბივარ ამ პასუხისმგებლობას. მაშინ შევქმენი ილუზია, რომ გადავრჩენილიყავით, დღეს მე მას ვანადგურებ, რომ გადავრჩეთ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილი მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი წერს.
„მართალია, რიგითი მოქალაქეების რწმენაზე, რომ სწრაფად და ლამაზად გავიმარჯვებდით, პასუხისმგებლობა პირადად მე მეკისრება, თუმცა არ გავურბივარ ამ პასუხისმგებლობას.
მაშინ შევქმენი ილუზია, რომ გადავრჩენილიყავით, დღეს მე მას ვანადგურებ, რომ გადავრჩეთ.
ბევრს ეწყინა, რომ ნატო-ს ტერიტორიები სანაცვლოდ შევთავაზე (თუმცა, სანაცვლოდ ტერიტორია არ შემითავაზებია, მაგრამ ამას ბოლომდე ვინ წაიკითხავს).
ასე რომ, მე გაგანდობთ პატარა საიდუმლოს, ძვირფასო მკითხველებო.
კიდევ ექვს თვეს, ან ერთ წელს თუ გაგრძელდა ასეთი „წარმატებული“ პოლიტიკა, რომელსაც ახლა ვაწარმოებთ, შეგვიძლია დავივიწყოთ ნატო.
საუბარი იქნება მხოლოდ რაღაც „... გარანტიაზე შესვლის გარეშე“. ეს პროცესი უკვე დაწყებულია, შეგიძლიათ, ნახოთ NBC-ის სტატია.
და ერთ წელიწადში ეს არც მოხდება.
იქნება შემდეგი მინსკის შეთანხმებები - ახალი სახელწოდებით.
მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება გამოსწორდეს. დაფიქრდით ამაზე“, - წერს არესტოვიჩი.