უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში ომი უკრაინის მიმართ ყურადღებას ამცირებს, რაც რუსეთის ერთ-ერთი მიზანია.
ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში ვეროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთს. გიპასუხებთ: რა თქმა უნდა, ეს გასაგებია, ომი ახლო აღმოსავლეთში, ამ კონფლიქტს გაადაქვს ყურადღება. მიმაჩნია, რომ ეს რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი მიზანი იყო.
ახლა ვაცნობიერებთ, რომ უკრაინაზე ფოკუსის, ასევ ვთქვათ, უკრაინის მიმართ ყურადღება შემცირდება... და ეს ფაქტია. ჩვენ ამას ვხედავთ შედეგების მიხედვით.
მაგრამ ყველაფერი ჩვენს ძალებშია, ჩვენ უკვე ვიყავით რთულ სიტუაციებში. ჩვენ უკვე ძალიან რთულ სიტუაციებში ვიყავით, როცა უკრაინაზე აქცენტი თითქმის არ იყო. ეს იყო მედიისგან, მაგრამ არ იყო მსოფლიოს ლიდერებისგან, მაგრამ ჩვენ შევძელით ამ ვითარებიდან გამოსვლა. ამიტომ, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამოწვევას გადავლახავთ, - განაცხადა ზელენსკიმ.