ნეპალში მიწისძვრის შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა 129-მდე გაიზარდა. იუწყება CNN.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ნეპალის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, კარნალის პროვინციაში დაფიქსირდა.
როგორც ნეპალის პოლიციის სპიკერმა, კუბერ ქადაიატმა ამ დროისთვის დადასტურებულია, რომ დაღუპულია 129 ადამიანი, ხოლო დაშავებულია 140. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 70 ადამიანის დაღუპვის შესახებ.
ოფიციალური პირების განცხადებით, მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.
მიწისძვრა ღამის საათებში, მოხდა, როდესაც ხალხს ეძინა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ინდოეთის დედაქალაქშიც, რომელიც მიწისძვრის ეპიცენტრიდან ასობით კილომეტრში მდებარეობს.