სულ მცირე 70 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა ნეპალის ჩრდილო-დასავლეთით 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად. იუწყება The New York Times
ოფიციალური პირების განცხადებით, მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.
მიწისძვრა ღამის საათებში, მოხდა, როდესაც ხალხს ეძინა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ინდოეთის დედაქალაქშიც, რომელიც მიწისძვრის ეპიცენტრიდან ასობით კილომეტრში მდებარეობს.
34 ადამიანის გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა სურეშ სინარში, მიწისძვრის ეპიცენტრში, რომელიც ნეპალის დედაქალაქ კატმანდუდან 500 კმ-ში მდებარეობს. კიდევ ერთ დაზარალებულ რაიონში - რუკუმში კი ამ დროისათვის 36 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.