ისრაელი არ დათანხმდება ცეცხლის დროებით შეწყვეტას, ვიდრე "ჰამასი“ 240-ზე მეტ მძევალს არ გაათავისუფლებს, ამის შესახებ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
”ისრაელი უარს ამბობს დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე, რომელიც არ ითვალისწინებს ჩვენი მძევლების დაბრუნებას”, - თქვა მან სატელევიზიო მიმართვისას.
მანამდე, "ჰამასმა" განაცხადა, რომ მზად არის გაათავისუფლოს ისრაელელი მძევლები, თუ ისრაელი ციხიდან გამოუშვებს ყველა პალესტინელს და "შეაჩერებს აგრესიას".
ნეთანიაჰუმ აღნიშნული განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ბლინკენმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მხარეებს „ჰუმანიტარულ პაუზის“ აღებისკენ, რაც ღაზის სექტორში დამატებითი დახმარების შეტანას შესაძლებელს გახდიდა.
როგორც ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, ასეთი პაუზა მძევლების გათავისუფლებისთვის უკეთეს გარემოსაც შექმნიდა.