ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მოუწოდა ისრაელს ყველაფერი გააკეთოს ღაზაში მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად და უზრუნველყოს მათთვის ჰუმანიტარული დახმარება.
ამასთან, ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება.
„ჩვენ მტკიცედ ვიცავთ პოზიციას, რომ ისრაელს აქვს არა მხოლოდ უფლება, არამედ პასუხისმგებლობა, დაიცვას თავი, რათა 7 ოქტომბერი აღარ განმეორდეს. მნიშვნელოვანია, თუ როგორ გააკეთებს ამას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც საქმე მშვიდობიან მოქალაქეებს ეხება, რომლებიც ცეცხლის შუაგულში აღმოჩნდნენ, ყველაფერი გაკეთდეს მათ დასაცავად და დასახმარებლად“, -თქვა ბლინკენმა.
თავის მხრივ, ჰერცოგმა თქვა, რომ ისრაელის არმიამ გაგზავნა ექვსი მილიონი ტექსტური შეტყობინება, განახორციელა ოთხი მილიონი სატელეფონო ზარი და გადაყარა 1,2 მილიონი ბროშურა ღაზაში იერიშების შესახებ გაფრთხილებასთან დაკავშირებით.
ბლინკენმა და ისაკ ჰერცოგმა ასევე ისაუბრეს მძევლებზე და განაცხადეს, რომ მძევლების დასაბრუნებლად ყველაფერს აკეთებენ.