ზუსტად 28 დღეა, მსოფლიო ღაზაში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მოწმეა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასტანაში, თურქულ სახელმწიფოთა თანამშრომლობის საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„არ არსებობს კონცეფცია, რომელიც ამართლებს იმას, რაც ღაზაში 7 ოქტომბრის შემდეგ ხდება ან ახსნის ამ სისასტიკეს. ზუსტად 28 დღეა მსოფლიო ღაზაში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მოწმეა“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.
თურქეთის სახელმწიფოს მეთაურმა ორგანიზაციის წევრებს მოუწოდა ერთობლივი ძალისხმევისკენ, რათა მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტას ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ზონაში და დაამყარონ გრძელვადიანი მშვიდობა რეგიონში. „ისრაელ-პალესტინის კონფლიქტთან დაკავშირებით ერთიანობითა და სოლიდარობით, თურქულ სამყაროს შეუძლია გააადვილოს გზა ჯერ ცეცხლის შეწყვეტისკენ, შემდეგ კი მდგრადი მშვიდობისკენ“, - თქვა პრეზიდენტმა.