აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. იუწყება CNN
ბლინკენი შეხვედრებს გამართავს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და სხვა მაღალჩინოსნებთან.
7 ოქტომბრის შემდეგ აშშ სახელწიფო მდივანი ისრაელში უკვე მესამედ ჩავიდა.
როგორც გამგზავრებამდე ბლინკენმა ჟურნალისტებს განუცხადა, თელ ავივში ვიზიტისას განიხილავს ნაბიჯებს, რომელიც, ისრაელმა უნდა გადადგას ღაზის მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის მინიმუმამდე შემცირებისთვის.
„შეერთებულ შტატებს, ისრაელს, სხვა დემოკრატიულ ქვეყნებს აქვთ პასუხისმგებლობა, დაიცვან მშვიდობიანი მოქალაქეები.
ჩვენ ვისაუბრებთ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც შესაძლებელია და უნდა გადაიდგას ღაზაში კაცების, ქალებისა და ბავშვებისთვის ზიანის შესამცირებლად. ჩვენ გვექნება საუბარი, თუ როგორ შეგვიძლია შევქმნათ პირობები გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობისთვის და უსაფრთხოებისთვის ისრაელელი და პალესტინელი ხალხისთვის. მოველი, რომ ამ თემებზე საუბრის შესაძლებლობა გვექნება მომდევნო ორი დღის განმავლობაში“,- აღნიშნა ბლინკენმა.