უკრაინული მედიის ცნობით, 3 ნოემბრის ღამეს რუსეთმა მასირებული იერიში მიიტანა ხარკოვსა და მის გარეუბანზე. რუსი ოკუპანტების სულ მცირე 10 უპილოტო საფრენი აპარატი თავს დაესხა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.
როგორც ხარკოვის ოლქის პოლიცია Telegram-ში წერს, წინასწარი მონაცემებით, დაშავებულები არ არიან. დრონებით დარტყმის შედეგად დაიწვა ავტოფარეხები, ავტომობილები. სამეურნეო ნაგებობები.
დაზიანდა სასწავლო დაწესებულების მეორე და მესამე სართულები, შენობის სახურავი, ცეცხლი გაუჩნდა შენობასაც. დაბომბვის შედეგად დაიწვა ერთი საცხოვრებელი სახლი, ადმინისტრაციული შენობა. ყველა ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის ადგილებზე შესაბამისი სამსახურები მუშაობდნენ.