აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ისრაელისთვის 14,5 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ამ დოკუმენტს ეწინააღმდეგება დემოკრატიული პარტია, რომელიც აკონტროლებს სენატს, ის დაჟინებით მოითხოვს უფრო ფართო ფინანსური პაკეტის დამტკიცებას, რომელიც ითვალისწინებს დახმარებას როგორც ისრაელისთვის, ასევე უკრაინისა და სხვა მოკავშირეებისთვის. იუწყება CNN
ისრაელისთვის დახმარების კანონპროექტი უკრაინის გამოკლებით, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრის შემდეგ დამტკიცდა. პროექტს მხარი დაუჭირა პალატის 226-მა წევრმა, წინააღმდეგი იყო 196.
ცოტა ხნის წინ, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვეტოს დაადებს კონგრესში რესპუბლიკელების გადაწყვეტილებას, მხოლოდ ისრაელისთვის გადაუდებელი სამხედრო დახმარების შესახებ, უკრაინისა და სხვა მოკავშირეების გამოკლებით, თუ მას კონგრესის ორივე პალატა მიიღებს.
ერთი კვირით ადრე, პრეზიდენტმა ბაიდენმა კონგრესს წარუდგინა 106 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი, საიდანაც დაახლოებით 60 მილიარდი არის განკუთვნილი უკრაინისთვის, დანარჩენი ისრაელისთვის, ტაივანისთვის, აშშ-ს სხვა მოკავშირეებისთვის, ასევე მესაზღვრეებისთვის მექსიკასთან საზღვრის გასაძლიერებლად.